ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
2020 წლის 3 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 35 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.110 პროცენტით, მაქსიმალური 8.150 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.147 პროცენტით განისაზღვრა.