ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა.
მოთხოვნამ შეადგინა 63 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.250 პროცენტით, მაქსიმალური – 8.300 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.274 პროცენტით განისაზღვრა.