ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
2021 წლის პირველ ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა.
მოთხოვნამ შეადგინა 55 165 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.390 პროცენტით, მაქსიმალური 9.485 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.410 პროცენტით განისაზღვრა.