ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში  მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 237 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.400 პროცენტით, მაქსიმალური 9.700 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  9.699 პროცენტით განისაზღვრა.

ასევე, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.