ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 27 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 187 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი – 8.800 პროცენტით, მაქსიმალური – 8.940 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.826 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.