ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 80 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა.
მოთხოვნამ შეადგინა 131 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.650 პროცენტით, მაქსიმალური 8.740 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.721 პროცენტით განისაზღვრა.