ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე დღეს 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ორწლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 108 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.240 პროცენტით, მაქსიმალური 10.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.170 პროცენტით განისაზღვრა.
უწყების ინფორმაციით, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
ამასთან, დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 181-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 48 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.800 პროცენტით, მაქსიმალური 9.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.983 პროცენტით განისაზღვრა.