ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 78 150 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.150 პროცენტით, მაქსიმალური 10.500 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.235 პროცენტით განისაზღვრა.
აუქციონზე კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 10.250 პროცენტს შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.