ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის 26 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 89 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.050 პროცენტით, მაქსიმალური 8.120პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.112 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 8.125 პროცენტს შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.