ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის 18 იანვარს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 45 550 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.540 პროცენტით, მაქსიმალური 8.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.542 პროცენტით განისაზღვრა.
ამასთან, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.