ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვა – რეალიზაციის ორი ფაქტი გამოვლინეს და ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ შემდგომი რეალიზების მიზნით, ბრალდებულები, ერთ შემთხვევაში, აჭარის რეგიონში, 4 600 კოლოფი, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ქალაქ თბილისში, 3 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა – გადაზიდვას ახდენდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 25 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.