ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომპანია „სვეტს“, შეჩერებული მშენებლობების გამო, ბოლო დროს ბევრი დაზარალებული ჰყავს და ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.