ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ხელვაჩაურის მერიის თანამშრომელი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ხელვაჩაურის მერიის თანამშრომელი დააკავა. ინფორმაცია „საქართველოს პირველ არხთან“ ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ დაადასტურა.
დაკავება დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. მერის განმარტებით, ფაქტი ფინანსური დოკუმენტაციის შევსებას უკავშირდება.
„დაკავებული მერიის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. როგორც ვიცი, დაკავება ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებულ ფინანსურ დოკუმენტაციას უკავშირდება”, – განაცხადა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ.
ამ დროისთვის, სხვა დეტალების დაკონკრეტებისგან ხელვაჩაურის მერმა თავი შეიკავა.