ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში თამბაქოს მოხმარება შემცირდა
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში თამბაქოს მოხმარება შემცირდა

2018 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში ფინანსთა სამინისტრო 2017 წელს სიგარეტის აქციზიდან საპროგნოზო შემოსავლების მიზეზებს განმარტავს. პროექტში აღნიშნულია, რომ აქციზის განაკვეთების ცვლილების შედეგად, მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად შემცირდა თამბაქოს მოხმარება საქართველოში. 

კერძოდ, 2016 წლის იანვარ-აგვისტოში სულ რეალიზებული იყო 5,8 მილიარდი ღერი სიგარეტი, ხოლო 2017 წლის იანვარ-აგვისტოში სულ რეალიზებულია 4,9 მილიარდი ღერი სიგარეტი. თამბაქოს მოხმარება მიმდინარე წელს (8 თვის მონაცემებით) შემცირებულია 900 მილიონი ღერით, ანუ მოხმარება 15.5%-ით შემცირდა.

,,იმის გამო, რომ თამბაქოს მოხმარება 2017 წელს საპროგნოზო მაჩვენებლზე 8%-ით შემცირდება, ბიუჯეტში აქციზის გადასახადის სახით მობილიზებული თანხები ჩამორჩება 2017 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს’’, – აღნიშნულია პროექტში.

ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშის მიხედვით, აქციზის გადასახადიდან შემოსავლების გეგმა 87,3%-ით შესრულდა და დაგეგმილ მაჩვენებელს (1,199 მლრდ ლარი) 152 მილიონი ლარი დააკლდა.

 

01:00
განახლება #1