ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ პედაგოგების ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდა 2020 წლიდან იგეგმება
ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ პედაგოგების ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდა 2020 წლიდან იგეგმება

2019 წლის ბიუჯეტის პროექტით პედაგოგების ხელფასების მატება არ იგეგმება. მასწავლებლების ანაზღაურება 250 ლარით 2020 წლიდან გაიზრდება, – ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ გააკეთა.

კაკაურიძის თქმით, ანაზღაურების მატება 2019 წელს მხოლოდ იმ პედაგოგებს შეეხებათ, რომლებიც სერტიფიცირების საშუალებით მასწავლებლის სტატუსს აიმაღლებენ.

„2019 წელს პედაგოგების ხელფასების მატება, გარდა იმისა, ვინც უფრო მაღალ კატეგორიაში გადავა, დაგეგმილი არ არის. როგორც პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის მიერ უკვე გაჟღერდა, ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდა 2020 წლიდან იგეგმება. პედაგოგების ხელფასები დაახლოებით 250 ლარის ოდენობით გაიზრდება“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.