ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. მინისტრმა ვაქცინა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთა.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვაქცინის დასახელებას და წარმოშობას იმ შემთხვევაში, როდესაც ათასობით ადამიანია აცრილი კონკრეტული ვაქცინით. ვაქცინა არის კარგი. შესაბამისად, შეგვიძლია ვენდოთ ამ ვაქცინას და გავიკეთოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინით ჩვენ ვიცავთ არამარტო საკუთარ თავს, არამედ რისკ-ჯგუფში შემავალ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ავიცერი „სინოფარმის“ წარმოების ვაქცინით, თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ვაქცინა არაერთ ქვეყანაში ფართოდ არის გამოყენებული. ასეთ დროს ყველა ვაქცინა მისღებია და ყველა ვაქცინით შესაძლებელია დასახული მიზნის მიღწევა, კონკრეტულად კი, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა“, – აცხადებს ხუციშვილი.