ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ხვალ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ხვალ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„5 მაისს, 16:00 საათზე, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.