საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი იქნება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილმა მაჭავარიანს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
„ვანო მაჭავარიანი გადადგომას აპირებდა ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში, მაგრამ ჩვენ მას ვთხოვეთ, რამდენიმე თვე გაეგრძელებინა მუშაობა. მინდა, მას მთავრობის და ჩვენი გუნდის სახელით გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადოდა წარმატება ვუსურვო.
რაც შეეხება ახალ მინისტრს, მინდა, წარმოგიდინოთ ლაშა ხუციშვილი. ის დიდი ხანია, რაც ფინანსთა სამინისტროს გუნდის წევრია. ამდენად, იგი ძალიან კარგად იცნობს სისტემას. კერძოდ, 2014 წლიდან მას ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა. არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და დიდი ოცეულის მიერ ინიცირებული პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის წევრი, 2013-2014 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი. არის „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ბიზნეს სკოლის, პრესტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. მინდა, მას ვუსურვო წარმატებები ფინანსთა მინისტრის რანგში, მჯერა, წარმატებით გააგრძელებას თავის საქმიანობას“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ივანე მაჭავარიანმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. მას ფინანსთა მინისტრის პოსტი 2018 წლიდან ეკავა.