Financial times-ი - აშშ-მა უკრაინას მოუწოდა, შეეწყვიტა თავდასხმები რუსეთში ენერგეტიკულ ობიექტებზე
აშშ-მა უკრაინას მოუწოდა, რომ შეეწყვიტა თავდასხმები რუსეთში ენერგოინფრასტრუქტურაზე. ინფორმაციას ამის შესახებ Financial times-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემას სამმა წყარომ ანონიმურობის დაცვით განუცხადა, აშშ შიშობს, რომ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებმა, შესაძლოა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდა გამოიწვიოს.
აშშ-ში ასევე აცხადებენ, რომ მსგავსი თავდასხმებით რუსეთმა, შესაძლოა, გაზარდოს საპასუხო დარტყმები.
გამოცემის ცნობით, გაფრთხილება აშშ-მა უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს გადასცა.
როგორც წყარომ ისაუბრა, „აშშ სულ უფრო და უფრო ნერვიულობს უკრაინის მხრიდან გახშირებული და გაბედული თავდასხმების გამო, რომლებიც ძირითადად ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებსა და საწყობებზე ხდება“.