ფილმის „ოუშენის რვა მეგობარი“ მსოფლიო პრემიერა 8 ივნისს გაიმართება

„ოუშენის რვა მეგობარი“ დიდ ეკრანებზე 8 ივნისს გამოვა. კინოსურათი კომპანია Warner Bros საკულტო ფილმის, ოუშენის მეგობრების ახალი ვერსია იქნება, ქალების მონაწილეობით.

ვარსკვლავების სიუხვე ფილმის ახალ ვერსიაშიც მოგხვდებათ თვალში. ფილმში მონაწილეობენ ისეთი ვარსკვლავები როგორებიც არიან: ქეით ბლანშეტი, სანდრა ბალოკი, ჰელენა ბონემ კარტერი, ენ ჰეთევეი, სარა პოლსონი, რიანა.

2001 წელს რეჟისორმა სტივენ სოდერბერგმა ვარსკვლავური შემადგენლობით იმ წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა, ოუშენის თერთმეტი მეგობარი გადაიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, ბრედ პიტის, ჯულია რობერტსის, ჯორჯ კლუნისა და მეტ დეიმონის სახელები საკმარისი აღმოჩნდა, რომ ფილმს დიდი პოპულარობა და აღიარება მოეპოვებინა.

2004 წელს ეკრანებზე ოუშენის თორმეტი, ხოლო 2007 წელს – ცამეტი მეგობარი გამოვიდა.