2018 წლის ზაფხულში ეკრანზე პოპულარული ამერიკული მიუზიკლის „მამა მიას“ მეორე ნაწილი – Mamma Mia: Here We Go Again! გამოვა. ნაცნობი მსახიობების – მერილ სტრიპის, კოლინ ფერტის, ამანდა სეიფრიდის, პირს ბროსნანისა და სხვა ვარსკვლავების გარდა, ფილმის ახალ ნაწილში მონაწილეობას მომღერალი და მსახიობი შერიც მიიღებს. ის ფილმში მერილ სტრიპის პერსონაჟის – დონას დედას განასახიერებს.
„მამა მია“ 2008 წელს გადაღებული ფილმია, რომელიც 1999 წლის ამავე სახელწოდების სასცენო მიუზიკლის ადაპტაციაა და პოპულარული ჯგუფის ABBA-სსიმღერებზეა დაფუძნებული.