ფილიპინებზე წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა
ფილიპინებზე წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა

ფილიპინების კუნძულ მინდანაოზე მეწყერსა და წყალდიდობას, სულ მცირე, 90 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათობით ადამიანი დაკარგულია. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მოსახლეობის გადასარჩენად სტიქიის ზონაში ჯარი მობილიზდა. ასობით მაშველი და მოხალისე დაზარალებული მოსახლეობის ევაკუაციას რამდენიმე საათია ცდილობს. მეწყერი და წყალდიდობა ტროპიკულ შტორმს მოჰყვა.

ერთი კვირის წინ, ფილიპინების ცენტრალურ ნაწილში ტროპიკულმა ციკლონმა ტაიფუნმა 40-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.