ფილიპინებზე მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ბავშვი. დაშავებულია ათობით ადამიანი.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დანგრეულია შენობები.
6,8 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ მინდანაოზე, 28 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
სტიქიის ზონაში მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სეისმოლოგების ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მოსალოდნელია განმეორებითი ბიძგები.