ფილიპინებში მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ ნგრევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილოეთით, პორაქის დასახლებაში სულ მცირე ორი შენობა ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიტანეს. გარდაცვლილთა შორის ბებია და მცირეწლოვანი შვილიშვილიც არიან.
6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ტაივანის სანაპიროს სიახლოვეს დაფიქსირდა. თუმცა, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა როგორც ფილიპინებში, ასევე იაპონიაშიც. ამ დროისთვის უცნობია, მოჰყვა თუ არა მსხვერპლი ან ნგრევა სტიქიას ტაივანსა და იაპონიაში.