ფილიპინებში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა ათობით ადამიანი. მიწისძვრა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოხდა და მისი სიმძლავრე 6,4 მაგნიტუდას შეადგენდა. გარდაცვლილთა შორის შვიდი წლის გოგონაა.
კუნძულ მინდანაოს ცენტრალურ ნაწილში მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაზიანდა შენობები და შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ზოგიერთ რაიონში მიწისძვრამ მეწყერი გამოიწვია.
საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, სულ დაშავდა 27 ადამიანი, 15 შენობა კი დაზიანდა.
ფილიპინები სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. მიწისძვრას სამხრეთ ფილიპინებში 200-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.