ფილიპინების სანაპიროზე ზღვამ გაურკვეველი, ბეწვიანი არსების ლეში გამორიყა. სრულიად უცნაური, გიგანტური „ზღვის მონსტრის“ იდენტიფიცირებას ადგილობრივი ხელისუფლება ამ დრომდე ვერ ახერხებს.
უცნაური ქმნილება ოკეანემ ფილიპინების პროვინცია აღმოსავლეთ მინდოროს სანაპიროზე გამორიყა.
განცვიფრებულ ადგილობრივთა განცხადებით, მსგავსი რამ მათ აქამდე არასდროს უნახავთ.
6 მეტრი სიგრძის რუხი-მოთეთრო, ბეწვიანი სხეული წყლიდან სანაპიროზე ამოათრიეს, მაგრამ თავიდან ვერ აიცილეს საშინელი სუნი.
ადგილობრივ ხელმძღვანელთა განცხადებით, ლეშს დაწვავენ, თუმცა მანამდე, ნიმუშებს აიღებენ და დნმ-ის ანალიზისთვის გაგზავნიან.
მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია ამ გიგანტური არსების კონკრეტული სახეობა, ადგილობრივი ხელისუფლება ეჭვობს, რომ ის ვეშაპის ერთ-ერთი სახეობის გახრწნილი სხეულია.