ფილიპ რიკერი - საქართველოს დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა აღიარების დღიდან მიაღწიეს საკმაოდ დიდ პროგრესს, თუმცა კვლავ ბევრია გასაკეთებელი
ფილიპ რიკერი - საქართველოს დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა აღიარების დღიდან მიაღწიეს საკმაოდ დიდ პროგრესს, თუმცა კვლავ ბევრია გასაკეთებელი

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა აღიარების დღიდან მიაღწიეს საკმაოდ დიდ პროგრესს, თუმცა ბევრია კვლავ გასაკეთებელი, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ფილიპ რიკერმა აღნიშნა, დემოკრატია არის მუდმივი ძალისხმევა, მუდმივი მუშაობა განვითარებისთვის და ზუსტად ეს არის ასახული აშშ-ის კონსტიტუციაში, რომ მუდმივად მუშაობაა საჭირო უფრო სრულყოფილი დემოკრატიის მისაღწევად.

„მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა აღიარების დღიდან მიაღწიეს საკმაოდ დიდ პროგრესს, თუმცა ბევრია კვლავ გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და ამას იმსახურებს ქართველი ხალხი. უნდა მოხდეს ყველა საკითხის გათვალისწინება, როგორიც არის მოსამართლეთა არჩევა, მათი დაწინაურება, სადისციპლინო საკითხები და ა.შ. ეს ყველაფერი რეფორმით უნდა გადაიჭრას. 19 აპრილის შეთანხმება – ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი ამ კუთხით და ეს ნიშნავს, რომ რეფორმებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რაც მნიშვნელოვანია. მუშაობის ეს პროცესი უნდა იყოს ძალიან ინკლუზიური და მასში ასახვა უნდა ჰპოვოს საქართველოს მოსახლეობისა და საზოგადოების მრავალფეროვანმა მოსაზრებებმა. კარგი გახლავთ ის, რომ გარდა იმ უკვე არსებული ინსტიტუტებისა, რაც უნდა გავაძლიეროთ, ასევე არის საერთაშორისო დახმარება ვენეციის კომისიის სახით ამ მიმართულებით და ასევე, სხვადასხვა რეკომენდაციაც, რაც მნიშვნელოვნად წაადგება საქართველოს რეფორმირების პროცესში.  ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სასამართლო დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესია ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, რათა ქვეყანა განვითარდეს და ჰქონდეს ინვესტიციები“, – განაცხადა რიკერმა.