ფილიპ რიკერი - ილია მეორეს გადავეცი ენტონი ბლინკენისა და ჯო ბაიდენის მოკითხვა, რომლებიც აფასებენ საქართველოს რელიგიურ ტრადიციებს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიართქთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებაში ქვეყნის სამომავლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა საპატრიარქოში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც რიკერმა აღნიშნა, ილია მეორეს გადასცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოკითხვა.
რიკერმა, რომელმაც მცხეთაში ჯვრის მონასტერი დაათვალიერა, აშშ-ის მხარდაჭერით ჯვრის მონასტრის რეაბილიტაციის საკითხზეც ისაუბრა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს დილით მქონდა მის უწმინდესობასთან, ილია მეორესთან შეხვედრის შესაძლებლობა. ვისაუბრეთ, თუ რას ვაკეთებთ, რომ ვცდილობთ სხვადასხვა მონუმენტისა და ღირსშესანიშნაობის რესტავრაციას. ვისაუბრეთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს საზოგადოებაში ქვეყნის სამომავლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში. ამერიკა ძალიან ამაყია ამით. მის უწმინდესობას ასევე გადავეცი სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და პრეზიდენტ ბაიდენის მოკითხვა, რომლებიც ასევე აფასებენ ამ ქვეყნის რელიგიურ ტრადიციებს. ამ ძეგლის რეაბილიტაცია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რადგან თვალშისაცემია, რომ ეს ადგილი ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ“, – განაცხადა რიკერმა.