ფილიპ რიკერი - ჟენევის მოლაპარაკებებზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ძლიერი და განგრძობადი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
ჟენევის მოლაპარაკებებზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ძლიერი და განგრძობადი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა, ფილიპ რიკერმა განაცხადა.
როგორც ფილიპ რიკერმა აღნიშნა, აშშ შეშფოთებულია იძულებით გადადგილებულ პირთა და დევნილთა საკითხებით.
„სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა მთხოვა გავმხდარიყავი სამხრეთ კავკასიის საკითხებში უფროსი მრჩეველი. ეს სტატუსი გულისხმობს ჟენევის მოლაპარაკებებზე ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელობას, სადაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, როგორც ყოველთვის ვაკეთებთ, ჩვენი ძლიერი და განგრძობადი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საჭიროა 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების იმპლემენტაცია და რასაკვირველია, ჩვენ შეშფოთებული ვართ იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა საკითხებით, ეს არის თემა, რომელზეც გავაგრძელებთ ფოკუსირებას. თბილისიდან ამერიკის საელჩოს თანამშრომლებიც შემომიერთდნენ და ახლა დავბრუნდები ვაშინგტონში და მოვახსენებ ინფორმაციას სახელმწიფო მდივანს“, – განაცხადა რიკერმა.