ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდები მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან. აქცია სახელწოდებით „ახალგაზრდა თაობა ირჩევს მშვიდობას” ფილარმონიის წინ გაიმართა.
აქციის მონაწილეების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა მშვიდობის მშენებლობას შეუწყონ ხელი და უარი თქვან ძალადობრივ მეთოდებზე. მსოფლიო მშვიდობის თემაზე საინიციატივო ჯგუფი ფორუმის ჩატარებასაც გეგმავს.
“მიხარია, რომ დღეს ახლაგაზრდები შევიკრიბეთ. ყველას გვესმის, რომ რეგიონში მშვიდობა გვჭირდება. ამ გზავნილის გაჟღერება ახალგაზრდების მხრიდან მნიშვნელოვანია. ომს კარგი არავისთვის მოაქვს”-აცხადებს აქციის მონაწილე ალექსანდრე ასოიანი პირველ არხთან საუბრისას.