ფიჯიმ „შემოდგომის ერთა თასისთვის“ შემადგენლობა დაასახელა
ფიჯიმ „შემოდგომის ერთა თასისთვის“ შემადგენლობა დაასახელა

ფიჯის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა „შემოდგომის ერთა თასისთვის“ (რვა ერი) შემადგენლობა დაასახელა. გუნდის 32 წევრი ბაზაზე 25 ოქტომბრიდან შევა ტურნირისთვის მოსამზადებლად. ჯგუფურ ეტაპზე „მფრინავ ფიჯელებს“ საფრანგეთთან (15 ნოემბერი), იტალიასთან (21 ნოემბერი) და შოტლანდიასთან (29 ნოემბერი) უწევთ თამაში.

ფიჯის შემადგენლობაში კონკურენცია პრაქტიკულად ყველა პოზიციაზე მაღალია, რადგან ევროპაში მოთამაშე მორაგბეებს, როგორებიც სემი რადრადრა („ბრისტოლ ბეარსი“), ალბერტ ტუისუე („ლონდონ აირიში“) და ჯოშუა ტუისოვა („ტულონი“) არიან საკლუბო დონეზე შესანიშნავი სეზონი ჰქონდათ. საგულისხმოა, რომ მიუხედავად წლის დასაწყისში სანაკრებო კარიერის დასრულებისა, გუნდში მოხვდა გარემარბი ნემანი ნადოლოც.

32 კაციან ჯგუფში ცხრა ფიჯიში, ადგილობრივ დონეზე თამაშობს. ტევიტა იკანივერე, სამუელა ტავაკე, ჯონე კოროიდუადუა, კრის მინიმბი, მანუელი რატუნიარავა, პენი მატავალუ, სიმიონე კურუვოლი, ტუიდრაკი სამუსამუვოდრე და სერუპეპელი ვულარიკა „სკიპერ ქაფზე“ ასპარეზობენ და ფიჯის რაგბის აკადემიაში ვარჯიშობენ.

პოტენციურ დებიუტანტებს შორის ახალ ზელანდიაში მოთამაშე ჰაერეიტი ჰეტეტი, „ნორსლენდის“ მორკინალი ტემო მაიანავანუა და საფრანგეთში მოასპარეზე მორაგბეები – კიტიონე კამიკამიცა და ლეკიმა ტაგიტაგივალუ არიან.

კოტერს, რა თქმა უნდა, არც გამოცდილი მორაგბეები დავიწყებია და გუნდში მხტომელი ლეონე ნაკარავაც ჰყავს, რომლისგანაც მწვრთნელი ლიდერობას და ახალგაზრდებისთვის გამოცდილების გაზიარებას ელის.

ფიჯელთა სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

ბურჯი 

ერონი მავი, პენი რავაი, ჰჯაერეიტი ჰეტეტი, სამუელა ტავაკე, მესაკე დოგე, ჯონე კოროიდუადუა

კვაჭი

მასულამე დოლოკოტო, სემ მატავესი, ტევიტა იკანივერე

მხტომელი

ტევიტა რატუვა, ლეონე ნაკარავა, ტემო მაიანავანუა, კრის მინიმბი

მესამე ხაზი

მესულამე კუნავულა, კიუტიონე კამიკამიცა, ჯონი დაიერი, ალბერტ ტუისუე, მანუელი რატუნიავარა, ლეკიმა ტაგიტაგივალუ

9 ნომერი

ფრენკ ლომანი, პენი მატავალუ, სიმიონე კურუვოლი

მგეზავი

ბენ ვოლავოლა, ტუიდრაკი სამუსამუვოდრე

შუამარბი

სემი რადრადრა, ლეპანი მბოთია, სერუპეპელი ვულარიკა, ჯეილ ვატუბუა, ვაისეა ნაიათალევუ

გარემარბი

ნემანი ნადოლო, ჯოსუა ტუისოვა

ფულბეკი

კინი მურიმურივალუ