ნაიჯელ ოუენსმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა
ცნობილმა უელსელმა არბიტრმა, ნაიჯელ ოუენსმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა და სანაკრებო შეხვედრებზე აღარ იმუშავებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ოუენსმა, „ტვიტერზე“ (twitter) გაავრცელა.
ნაიჯელ ოუენსმა გასულ თვეში მე-100 საერთაშორისო შეხვედრაზე იმსაჯა, როდესაც „შემოდგომის ერთა თასზე“ საფრანგეთი იტალიას დაუპირისპირდა. აღნიშნული თამაში უელსელი რეფერის საერთაშორისო კარიერაში ბოლო იქნება.
ოუენსი 2015 წლის მსოფლიო თასის ფინალური მატჩის მთავარი არბიტრი იყო და როგორც აცხადებს, კვლავ იმუშავებს „პრო 14“-ისა (PRO14) და უელსის შიდა ჩემპიონატის მატჩებზე.
საინტერესოა, რომ 49 წლის არბიტრს საერთაშორისო დებიუტი 2003 წელს, „ბორჯღალოსნების“ თამაშზე ჰქონდა – პირველ შეხვედრაში, რომელზეც ნაიჯელმა იმსაჯა საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა.
With a heavy heart, the time has come to hang up the whistle and boots at international level. I owe more to rugby than rugby will ever owe to me. Thank you for all the support over the many years. 🏉🏴☺️Diolch o galon a hwyl fawr. https://t.co/230HqhLswL
— Nigel Owens MBE (@Nigelrefowens) December 11, 2020