ვერნ კოტერმა „ბორჯღალოსნებთან“ მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა - ნადოლო დაბრუნდა, რადრადრა კაპიტანია
ვერნ კოტერმა „ბორჯღალოსნებთან“ მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა - ნადოლო დაბრუნდა, რადრადრა კაპიტანია

ფიჯის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა „შემოდგომის ერთა თასის“ ბოლო მატჩისთვის, რომელშიც მისი გუნდი „ბორჯღალოსნებს“ დაუპირისპირდება, შემადგენლობა დაასახელა.

მას შემდეგ, რაც ჯგუფური ეტაპის მატჩები (საფრანგეთი, იტალია, შოტლანდია) ფიჯელთა ბანაკში გავრცელებული კორონავირუსის გამო გაუქმდა, კოტერი ბედნიერია, რომ მის გუნდს ბოლო შეხვედრის ჩატარების შანსი მიეცა.

„საქართველო რთული მეტოქეა და ასეთი დონის ტურნირზე მონაწილეობის კვალდაკვალ საგრძნობი პროგრესიც აქვთ. ირლანდიასთან კარგად ითამაშეს და ბრძოლა წინა ხაზებიდანვე (შერკინებიდან) დაიწყება. მორკინალებზე ვნერვიულობ, რადგან ვიცი, რომ თამაშის ამ კომპონენტში და მოლებში უპირატესობა ქართველებს ექნებათ, მაგრამ როდესაც ბურთს მოვიპოვებთ, შეგვეძლება უკანახაზით ეფექტურად შევუტიოთ,“ – განაცხადა ფიჯის თავკაცმა.

„მფრინავ ფიჯელებს“ ცხრა დებიუტანტი ეყოლებათ. მესამეხაზელები ჯონი დაიერი და მესულამე კენავულა, მხტომელ თემო მაიანავანუასთან ერთად ძირითად შემადგენლობაში იქნებიან, ხოლო ტევიტა იკანივერე, ჰაერეიტი ჰატეტი, სამუელა ტავაკე, ქრის მინიმბი, მანუელი რატუნიარავა და სიმიონე კურივოლი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვებიან.

უცვლელია გუნდის ღერძი – ცხრა ნომერზე კვლავ ფრენკ ლომანია, მგეზავის ფუნქციებს კი ბენ ვოლავოლა ასრულებს. გუნდს დაუბრუნდა ვეტერანი გარემარბი ნემანი ნადოლო, რომელმაც სანაკრებო კარიერა 2019 წლის იანვარში დაასრულა, მაგრამ კოტერმა მას სათამაშო ფორმიდან გამომდინარე უხმო და დადებითი პასუხი მიიღო. მეორე ფრთაზე ჯოსუა ტუისოვაა. ხაზის შუაში ერთმანეთს ლევანი ბოთია და გუნდის კაპიტანი სემი რადრადრა შეუწყვილდებიან. ფულბეკის პოზიციაზე კინი მურიმურივალუ იქნება.

ფიჯის შემადგენლობა „ბორჯღალოსნებნთან“ მატჩისთვის: 

შერკინება: 1. პენი რავაი, 2. სამუელ მატავესი, 3. მესაკე დოგე, 4. ტევიტა რატუვა, 5. ტემო მაიანავანუ, 6. ჯონი დაიერი, 7. მესულამე კუნავულა, 8. ალბერტ ტუისუე.

უკანახაზი: 9. ფრენკ ლომანი, 10. ბენ ვოლავოლა, 11. ნემანი ნადოლო, 12. ლევანი ბოთია, 13. სემი რადრადრა (კაპ.), 14. ჯოსუა ტუისოვა, 15. კინი მურიმურივალუ.

მარქაფა: 16. ტევიტა იკანივერე, 17. ჰაერეიტი ჰეტეტ, 18. სამუელა ტავაკე, 19. ქრის მინიმბი, 20. მანუელი რატუნიარავა, 21. სიმიონე კურუვოლი, 22. სერუ ვულარიკა, 23. ვაისეა ნაიათალევუ.