ხმების 65.1 პროცენტით - კვესელაძის ლელო შემოდგომის ერთა თასზე საუკეთესოა (ვიდეო+ანიმაცია)

საქართველოს მორაბეთა ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასზე ოთხი თამაში გამართა. მართალია გამარჯვებას ვერც ერთში მიაღწია, მაგრამ პროგრესი მატჩიდან მატჩამდე იგრძნობოდა.

ირლანდიასთან ჩვენი გუნდის შესრულებით ვიხილეთ მომენტი, რომელმაც სარაგბო სამყაროში დიდი ყურადღება მიიქცია – გიორგი კვესელაძემ მეტად ეფექტური ლელო გაიტანა.

შეჯიბრების დასრულების შემდეგ ჩატარდა გამოკითხვა საუკეთესო ლელოს გამოსავლენად. ხმების 65.1 პროცენტით გაიმარჯვა კვესელაძის შემოქმედებამ.