ფიფამ იმ ფეხბურთელთა ნაკრები შეადგინა, რომლებიც მუნდიალზე ვერ მოხვდნენ
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა იმ მოთამაშეთა სიმბოლური ნაკრები, რომლებიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ.
ფიფამ ეს ნაკრები გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად შეადგინა. მასში იტალიის ნაკრების ოთხი წარმომადგენელია.
სრულად მუნდიალის მიღმა დარჩენილი ვარსკვლავების ნაკრები ასეთია:
ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია) – ანტონიო ვალენსია (ეკვადორი), ლეონარდო ბონუჩი (იტალია), ჯორჯო კიელინი (იტალია) – რიად მაჰრეზი (ალჟირი), არტურო ვიდალი (ჩილე), მარკო ვერატი (იტალია), გარეტ ბეილი (უელსი) – არიენ რობენი (ჰოლანდია), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (გაბონი), ალექსის სანჩესი (ჩილე).