ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ დაადასტურა, რომ ყველა ყვითელი ბარათი, რომელსაც ფეხბურთელები მსოფლიოს ჩემპიონატის დროს მიიღებენ, მეოთხედფინალის შემდეგ განულდება.
ასე რომ, ყველა ფეხბურთელი რომელიც ნახევარფინალამდე მიაღწევს, შეძლებს გადამწყვეტ მატჩებში მონაწილეობის მიღებას.
ანალოგიური წესი მოქმედებდა მსოფლიოს წინა ორ ჩემპიონატზე.
ამასთან, ნახევარფინალს გამოტოვებენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც მეოთხედფინალსა და რომელიმე წინა მატჩში მიიღეს გაფრთხილებები.