ფიფა-ს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ფიფა-ს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, პარაგვაელ ხუან ანხელ ნაპოუტს ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, – წერს BuzzFeedNews-ის ჟურნალისტი კენ ბენსინგერი.

მას ქრთამის აღების ბრალდება ჰქონდა წარდგენილი.

გარდა ამისა, ფუნქციონერმა უნდა გადაიხადოს ერთი მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს ხოსე მარია მარინს. მასაც ანალოგიური ბრალდება ჰქონდა წარდგენილი.