FIFA-ს მსოფლიო თასს საქართველოში დღეს ჩამოიტანენ
FIFA-ს მსოფლიო თასს საქართველოში დღეს ჩამოიტანენ

FIFA-ს მსოფლიო თასს საქართველოში დღეს ჩამოიტანენ. მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მთავარ სიმბოლოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დედაქალაქის მერი კახა კალაძე დახვდება.

მსოფლიო თასი საქართველოში თბილისის მერიის, ფეხბურთის ფედერაციისა და კოკა-კოლას პარტნიორობით ჩამოდის.

მსოფლიო თასი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ექვსივე კონტინენტის 51 ქვეყნის 91 ქალაქში იმგზაურებს, მათ შორის თბილისში ერთი დღით გამოიფინება.

თასის მოგზაურობა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის დედაქალაქში, მოსკოვში დასრულდება.

მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე რუსეთში გაიმართება. მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოში ექსკლუზიურად პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მთავარ სიმბოლოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10:45 საათზე ჩამოიტანენ.