“მანჩესტერ სიტისა” და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი გაბრიელ ჟესუსი ყველაზე პოპულარული მოთამაშეა საფეხბურთო სიმულატორ FIFA 18-ში.
როგორც Futbin იტყობინება, 20 წლის ბრაზილიელი გახდა პირველი მოთამაშე, რომლითაც კიბერფეხბურთელებმა Ultimate Team-ის რეჟიმში 10 მილიონზე მეტი მატჩი ჩაატარეს.
თავად გაბრიელ ჟესუსი საშუალოდ თამაშში 0.85 გოლს იტანს და 0.57 შედეგიან გადაცემას ასრულებს.