ფიდელ კასტროს უფროსმა ვაჟმა თავი მოიკლა
ფიდელ კასტროს უფროსმა ვაჟმა თავი მოიკლა

კუბის რევოლუციონერი ლიდერის ფიდელ კასტროს უფროსმა შვილმა ფიდელ კასტრო დიაზ-ბალარტმა თავი მოიკლა.

კუბის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ლიდერის 68 წლის ვაჟს რამდენიმე თვის განმავლობაში მწვავე დეპრესია ჰქონდა.

კასტრო დიაზ-ბალარტს ფიდელიტოს სახელითაც იცნობდნენ მამასთან მისი წარმოუდგენლად გარეგნული მსგავსების გამო. ის დეპრესიის გამწვავების გამო საავადმყოფოშიც ჰყავდათ გადაყვანილი.

თავად უფროსი კასტრო ერთი წლის წინ 26 ნოემბერს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფიდელიტო ბირთვული ფიზიკოსი იყო და კუბის სახელმწიფო საბჭოში სამეცნიერო მრჩევლად მუშაობდა. ასევე იყო კუბის სამეცნიერო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.

1980-1992 წლებში ის კუბის ეროვნულ ბირთვულ პროგრამას ხელმძღვანელობდა. ასევე მისი მეთაურობით განვითარდა ბირთვული სადგური კარიბის უმსხვილეს კუნძულზე.

1992 წელს კუბამ შეწყვიტა ამ მიმართულებით საქმიანობა, რადგან მათი სავაჭრო პარტნიორი საბჭოთა კავშირი ამ დროისთვის დაიშალა. ამის შემდეგ კასტრო დიაზ-ბალარტი საჯაროდ აღარ გამოჩენილა.