ფიბაევროპის თასზე „ქუთაისმა“ პირველი მატჩი გამართა [ვიდეო] #1TVSPORT
გასვლითი შეხვედრით გახსნა ფიბა-ევროპის 2024-25 წლების გათამაშება საკალათბურთო კლუბმა „ქუთაისმა“, რომელიც სლოვაკურ „პრევიძას“ დაუპირისპირდა და 69:77 დამარცხდა.
კოტე ტუღუშის გავწრთნილ გუნდში ლეგიონერებს არ უთამაშიათ. საუკეთესო გიორგი კორსანტია იყო, რომელმაც 24 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. 18 ქულა და 5 მოხსნა დაფიქსირდა აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე, ხოლო გიორგი ოჩხიკიძემ 3 ქულას 5 მოხსნა და 7 პასი მიამატა.
სლოვაკების რიგებში საუკეთესო ჰანტერ დინი იყო – 16 მოხსნა და 12 ქულა.
„ქუთაისი“ ჯგუფის მეორე მატჩს 16 ოქტომბერს თბილისში „ბილბაოს“ წინააღმდეგ გამართავს.