FIBA-მ ევრობასკეტის მონაწილეთა რეიტინგი გამოაქვეყნა: ლიდერობს სერბეთი, საქართველო მეთექვსმეტეა #1TVSPORT
FIBA-მ ევრობასკეტის მონაწილეთა რეიტინგი გამოაქვეყნა: ლიდერობს სერბეთი, საქართველო მეთექვსმეტეა #1TVSPORT

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) წარმოადგინა 2022 წლის ევრობასკეტის მონაწილე გუნდების რეიტინგი.

საქართველოს ნაკრები მე-16 ადგილზეა. ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეების პოზიციები ასეთია: ესპანეთი – მეშვიდე, თურქეთი – მეცხრე, მონტენეგრო – მე-14, ბელგია – მე-19 და ბულგარეთი – 22-ე.

კლასიფიკაციას სათავეში ჩაუდგა სერბეთის ნაკრები და ის მიიჩნევა ტურნირის მთავარ ფავორიტად. შემდეგ მოდის ევროპის მოქმედი ჩემპიონი სლოვენია.

ევრობასკეტის მონაწილეთა რეიტინგი:

  1. სერბეთი
  2. სლოვენია
  3. საბერძნეთი
  4. ლიტვა
  5. საფრანგეთი
  6. გერმანია
  7. ესპანეთი
  8. იტალია
  9. თურქეთი
  10. ფინეთი
  11. ხორვატია
  12. ჩეხეთი
  13. ბოსნია
  14. მონტენეგრო
  15. პოლონეთი
  16. საქართველო
  17. ისრაელი
  18. უნგრეთი
  19. ბელგია
  20. უკრაინა
  21. ესტონეთი
  22. ბულგარეთი
  23. ბრიტანეთი

24. ნიდერლანდები