კალათბურთში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატს კატარი უმასპინძლებს #1TVSPORT
კალათბურთში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატს კატარი უმასპინძლებს #1TVSPORT

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება კატარს მიანიჭა.

ტურნირის ყველა მატჩი ქალაქ დოჰაში გაიმართება.

„FIBA მოხიბლული დარჩა კატარის მიერ შეთავაზებული წინადადებით, კერძოდ, კომპაქტური გეოგრაფიული განლაგებით, მატჩების ჩატარების მოქნილი განრიგით, რათა უკეთ მოვემსახუროთ გულშემატკივრებს.

კატარის დედაქალაქი დოჰა ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა მსოფლიოში, აქვს პირდაპირი რეისები პოტენციური მონაწილე ქვეყნების უმრავლესობასთან, ცოტა ხნის წინ მოდერნიზაცია ჩაუტარდა მეტროს და საზოგადოებრივი ტრანსპორტი აერთიანებს ყველა ადგილს, უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის სერვისს ყველა სტუმრისთვის.

იმის გამო, რომ ყველა გუნდი ერთ ქალაქში თამაშობს, გულშემატკივრებს შეუძლიათ, ყველაფერი წინასწარ დაგეგმონ და მიიღონ უნიკალური შთაბეჭდილება, რადგან ჩატარების ყველა ადგილი ერთმანეთთან, მაქსიმუმ, 30 წუთის სავალზეა“, – წერია FIBA-განცხადებაში.