პირველად ბოლო 12 წლის განმავლობაში, აშშ-ის ნაკრებმა FIBA-ს რეიტინგში ლიდერობა დაკარგა #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები სათავეში ჩაუდგა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) რეიტინგს.
ესპანელებმა პირველი ადგილიდან ჩამოაქვეითეს ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც 12 წელი ინარჩუნებდა ლიდერობას.
ტოპ-ათეულში სხვა პოზიციები უცვლელი დარჩა: 3. ავსტრალია, 4. არგენტინა, 5. საფრანგეთი, 6. სერბეთი, 7. სლოვენია, 8. ლიეტუვა, 9. საბერძნეთი, 10. იტალია.
ესპანეთის ნაკრები მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონია, აშშ – ოლიმპიადის მოქმედი ჩემპიონი. მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე (2019) ამერიკელები მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ ტურნირს.