ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პარალელურად ხდება ზარალის დათვლა. ქალაქს უკვე აღუდგა გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება.

როგორც ქალაქის ვიცე-მერმა, კოტე თოფურიამ განაცხადა, დღის ბოლოსთვის ცნობილი გახდება, თუ რა ზარალი მიაყენა ძლიერმა ქარმა ფოთის მოსახლეობას.

„30 ნოემბრის სტიქიის შედეგად ფოთს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. შექმნილია სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედის მერიის სამსახურები. დღეის მდგომარეობით აღწერილია თითქმის მთელი ქალაქი, მიმდინარეობს დარჩენილი უბნების აღწერა. დაზარალებულ მოსახლეობას ურიგდება სახლების გადასახური მასალა როგორც მთლიანი, ასევე დროებითი გადახურვისთვის. მობილიზებული არიან მშენებლები. ისინი აღნიშნულ პრობლემებს სწავლობენ და დღის ბოლოსთვის გვეცოდინება, რა ზარალი მიაყენა ძლიერმა ქარმა ფოთის მოსახლეობას. ეს იქნება მიახლოებითი ციფრი, რომელიც ორ-სამ დღეში დაზუსტდება. მაქსიმალურად შევეცდებით, პრობლემები დროულად აღმოვფხვრათ და ზარალი ავანაზღაუროთ“,- აღნიშნა ვიცე- მერმა, კოტე თოფურიამ.