ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 61 ადამიანი დააკავეს
ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 61 ადამიანი დააკავეს. ანკარას პროკურატურამ 43 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა.
თურქმა სამართალდამცველებმა ქვეყნის დედაქალაქში ამ დროისთვის 30 ადამიანი დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, სხვა ეჭვმიტანილების დასაკავებლად სპეცოპერაცია გრძელდება.
პარალელურად, 38 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა სტამბოლის პროკურატურამ. გამოძიება ამ შემთხვევაში თურქეთის შეიარაღებულ ძალებში „ფეტოს“ წევრების დადგენის მიზნით მიმდინარეობს. თურქული მედია წერს, რომ დაკავებულთა შორის 18 მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა.
თურქეთის ხელისუფლება გიულენს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.