ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან 3 000-მდე ჯარისკაცს გაუშვებენ

13:04, 19.04.2018

ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან 3 000-მდე ჯარისკაცს გაუშვებენ. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ფეტოს წევრების გამოსავლენად ძალიან მძიმე სამუშაო ჩავატარეთ. თურქეთის არმიაში ამ სტრუქტურის 3 000-მდე საიდუმლო წევრი აღმოჩნდა. მათი გარიცხვის შესახებ თხოვნა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში უკვე გავგზავნეთ“, – აღნიშნა ნურეთინ ჯანიკლიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულა გიულენი 2016 წლის 16 ივლისის სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში დაადანაშაულა. თურქეთი აშშ-ისგან გიულენის ექსტრადირებას ითხოვს. თავად გიულენი გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობას უარყოფს.

მსგავსი