ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით თურქეთში 120 ადამიანის დაკავების ორდერი გასცეს
ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით თურქეთში 120 ადამიანის დაკავების ორდერი გასცეს

ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით თურქეთში 120 ადამიანის დაკავების ორდერი გასცეს.

ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაცია 43 პროვინციაში მიმდინარეობს.

კონიის პროვინციის პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს ე.წ. „საიდუმლო იმამების“ საქმეზე, რომლებიც გიულენის ორგანიზაციის დავალებით შეიარაღებულ ძალებში მოქმედებდნენ.

ეჭვმიტანილების შესახებ ინფორმაცია დაკავებული ადამიანების დაკითხვის შემდეგ იქნა მოპოვებული.

თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ გიულენის ორგანიზაციის წევრები სამხედრო გადატრიალების მცდელობისას დაშიფრული შეტყობინებების აპლიკაცია ByLock-ს იყენებდენ.