აზერბაიჯანში ბაქოს საქალაქო ტრასაზე ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი მიმდინარეობს.
შაბათს კვალიფიკაცია გაიმართა, რომელიც სეზონის ლიდერმა, “ფერარის” პილოტმა სებასტიან ფეტელმა მოიგო.
გერმანელი ზედიზედ მესამე რბოლას დაიწყებს პოულიდან. მას მოყვებიან “მერსედესის” პილოტები – ლუის ჰემილტონი და ვალტერი ბოტასი, მეოთხე და მეხუთე პოზიციაზე იქნებიან “რედ ბულის” წევრები – დანიელ რიკარდო და მაქს ფერსტაპენი.
შეგახსენებთ, რომ სამი ეტაპის შემდეგ, 54 ქულით ჩემპიონატს ფეტელი ლიდერობს, 45 ქულით მეორეზეა ჰემილტონი – 45, მესამეზე ბოტასი – 40, მეოთხეზე რიკარდო – 37 ქულა.