ფესტივალი „ზაფხულის ღამის ჯაზი“ დასრულდა
ფესტივალი „ზაფხულის ღამის ჯაზი“ დასრულდა

13-15 აგვისტოს არტოს ბაღში ფესტივალი „ზაფხულის ღამის ჯაზი“ გაიმართა. ფესტივალი დღეს, საღამოს გამართული კონცერტით დაიხურა.

სამდღიან ფესტივალში მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და მსოფლიოში აღიარებულმა 50-მდე მუსიკოსმა, მათ შორის იყვნენ ზაზა მარჯანიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, მაია ბარათაშვილი, დათო ევგენიძე, ქვინტესენსი, პაპუნა შარიქაძე, ზურა რამიშვილი, დინი ვირსალაძე, რეზო კიკნაძე, ლევან დეისაძე, უჩა მეტრეველი, ზაზა ცერცვაძე, ეკა დოლიძე, ხონძი, ლევან კემულარია, ჯორჯ მელი, გია რაქვიაშვილი, გიორგი სამსონაძე, დათო ჯაფარიძე, ლუკა თოფურია, ნიკა გაბაძე, ხატია ქორიძე, სოსო ცაგარეიშვილი, ლაშა დეისაძე, სანდრო კვაჭაძე, გია სალაღიშვილი, ჯონი თითირაშვილი, ვანიანო, გიო კაპანაძე, დათო გოგისვანიძე და სხვები.

სამი დღის განმავლობაში ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა მსმენელს იმპროვიზაციული კონცერტები შესთავაზეს.

პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს პირველი არხი და რადიო „ფორტუნა“.